суббота, 20 июня 2015 г.

კლასის ხელმძღვანელის წლიური ანგარიში 2014-15 წელი

2014-15 სასწავლო წლის დასაწყისში მეოთხე კლასში სიით ირიცხებოდა 33/მოსწავლე. მოსწავლეთა მოძრაობა იყო-წავიდა 2,მოვიდა 1 მოსწავლე. წლის ბოლოსათვის კლასში  33 მოსწავლეა.13 გოგონა,20 ვაჟი.
სულ გაცდენილია 2064 საათი, სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გავაცანი მოსწავლეთა ქცევის წესები, უფლებანი და მოვალეობანი. ერთობლივად შევიმუშავეთ წლიური სამუშაო გეგმა, მშობელთა კრებების განრიგი, ვისაუბრეთ იმ მოსალოდნელი სირთულეების შესახებ, რაც სასწავლო პროცესში გვხვდება.
უნდა აღვნიშნო, რომ მეოთხე კლასის მოსწავლეები არიან მოწესრიგებულნი, გონიერნი, აქტიურნი, აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, სანიმუშოდ ასრულებენ საშინაო დავალებებს და აქტიურად ერთვებიან ვიქტორინებში, დისკუსიებში, სხვადასხვა ღონისზიებებში, თუმცა გვაქვს სირთულეებიც. კერძოდ, საპროგრამო მასალა სრულყოფილად ვერ აითვისა ორმა მოსწავლემ: ილია კვერნაძემ და დავით ცუკოშვილმა . წლის განმავლობაში მათთან სისტემატიური დამატებითი მუშაობის მეშვეობით დავაგროვეთ ცოდნის მინიმუმი.კლასი აქტიურად იყო ჩართული საგნობრივ კვირეულებში. ხელოვნების კვირეულში (გამოფენები) მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში და გამოავლინეს თავიანთი ცოდნა ამ სასწავლო დისციპლინაში.
უცხო ენების კვირეულში (პედ. თ.კვარაცხელია) ჩატარდა ვიქტორინა, სადაც კლასმა ღირსეული მეტოქეობა გაუწია პარალელურ კლასს და წარმატებასაც მიაღწია.ასევე კალიგრაფიის კონკურსსი,სადაც გამოვლინდა 3 გამარჯვებული,ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს  კლსგარეშე ოლიმპიადაშიც.კერძოდ კინგსის და სხივის მიერ ჩატარებულ მათემატიკის ოლიმპიადაში,სადაც წარმატებებს მიაღწიეს და მიიღეს სიგელები. 
ჩავატარე მშობელთა 4 კრება, სადაც განიხილებოდა საკითხები:ტრიმესტრული შედეგების გაცნობა, გაცდენა-დაგვიანების შესახებ, საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობის შესახებ, კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებების შესახებ და სხვა.
მშობლებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი საშუალებაა ბავშვის აღზრდის საქმეში, ამიტომ ხშირია შეხვედრები, ექსკურსიები, რაც აახლოებს, ამეგობრებს როგორც უფროსებს, ასევე პატარებსაც.შექმნილი მაქვს მეოთხე კლასის ბლოგი, სადაც განთავსებულია კლასში ჩატარებული ღონისძიებების, პროექტების, კონკურს-ფესტივალების, ღია გაკვეთილებისა და ვიქტორინების ამსახველი ფოტო და ვიდეო-მასალა .

Комментариев нет:

Отправить комментарий